ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატები იმედოვნებენ, რომ ბელორუსი გააკეთებს არჩევანს ცივილიზებულ სამყაროზე.
ეს განცხადებები საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ბელორუსიის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდგე გაკეთდა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ბელორუსიის ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია, რომელმაც პარლამენტში შეხვედრები გამართა საპარლამენტო ოპოზიციასთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ბელორუსიის დელეგაცია ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრისას კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარებით დაინტერესდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ `ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბელორუსი დეპუტატები დაინტერესდნენ, რამდენად არის კონფლიქტი ეთნიკური, რამდენად შესაძლებელია, კონფლიქტი მოგვარდეს დიპლომატიური გზით და მომავალში აღარ გამწვავდეს.
გიორგი ახვლედიანი ბელორუსი დეპუტატების ვიზიტს და მათ მიერ ვითარების ადგილზე შესწავლას განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად აფასებს იმის გამო, რომ ბელორუსს გადაწყვეტილება აქვს მისაღები საქართველოს კონფლიქტური რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით.
ქართველმა დეპუტატებმა ბელორუს კოლეგებს ურჩიეს, არჩევანი გააკეთონ ცივილიზებული მსოფლიოს სასარგებლოდ და არ მოხვდნენ რუსეთის, `ჰამასის" და ნიკარაგუას კამპანიაში, რასაც, ახვლედიანის განცხადებით, ბელორუსი ხალხი არ იმსახურებს და იმედოვნებენ, რომ ბელორუსი გააკეთებს არჩევანს ცივილიზებულ სამყაროზე.