მიხეილ სააკაშვილი აღარც ევროპას აინტერესებს, აღარც ამერიკას და არც შიდა საზოგადოებას - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მისი თქმით, ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოში სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის აქტივობა დასრულებულია.
"მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულებულია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა სააკაშვილს მხარს არ უჭერს და ეს დაინახეს ევროპარლამენტარებმა. კალიურანდის განცხადებაც ამის დასტურია. ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოში სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, აქტივობა დასრულებულია, სასჯელის აღსრულება კი ისე მოხდება, როგორც განაჩენში წერია. პოლიტიკური პროცესები უკვე დასტაბილურდა ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილი აღარც ევროპას, აღარც ამერიკას, არც შიდა საზოგადოებას აღარ აინტერესებს. აინტერესებს მარტო "ნაციონალურ მოძრაობას" და თაკო ჩარკვიანს, ეს მათი საქმეა, მათი უფლებაა, მაგრამ მთავარია კანონის წინაშე ყველა თანაბარი იყოს", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.