ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცის უახლოესი მრჩევლების კაბინეტებში მედიასაშუალებების მოსყიდვის საქმეზე ჩხრეკა ჩატარდა.
სააგენტო Die Presse-ის ინფორმაციით, კანცლერის წინააღდეგ ასევე მიმდინარეობს გამოძიება კორუფციის ხელშეწყობის საქმეზე.
გამომძიებელებმა გაჩხრიკეს კურცის სახალხო პარტიის ოფისები ფედერალური კანცლერის უწყების შენობაში.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ავსტრიის უმსხვილეს ტაბლოიდ Österreich-თან გარიგების საქმეზე, რომელიც გაფორმდა კურცის ჯერ კიდევ კანცლერის პოსტის დაკავებამდე.
მედიის ცნობით, კანცლერის გარემოცვა ეჭვმიტანილია გამოცემა Österreich-ის მოსყიდვაში დადებითი გამოხმაურების მქონე სტატიებისა და გამოკითხვების გამოქვეყნების მიზნით.
სახალხო პარტიაში განაცხადეს, რომ ჩხრეკა პოლიტიკური ოპონენტების ინსცენირებაა. თავად კურცი ამ დროსათვის სლოვენიაში ევროკავშირის სამიტზე იმყოფება.