"ჩემი აზრით, სწორია ზოგადად ასეთ დროს ამომრჩევლისთვის და მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე, როგორი ხედვა აქვს კანდიდატს“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ნიკა მელიას ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა.
"აქვე ხაზი მინდა გავუსვა, „ევროპული საქართველოსთვის“ და ჩვენთვის მოტივაცია მეორე ტურში გასვლის და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მიცემის არ არის კოალიცია, არამედ არის მორყევა ამ რეჟიმის. ამის გამო მოვუწოდებთ ჩვენ ყველა მომხრეს, რომ პრინციპულია ახლა მისვლა და ივანიშვილის წინააღმდეგ ანუ ოპოზიციის კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ კოალიციური მმართველობის ინტერესი, რაც მე ნორმალურად მიმაჩნია. თავის დროზე, როდესაც კამპანია დაიწყო, ამ საკითხზე დისკუსია იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია, ჩვენთვის „ევროპული საქართველოსთვის“ მთავარი მოტივაცია არის ივანიშვილის რეჟიმის მორყევა, ჩვენი მხარდამჭერები მიდიან და აძლევენ ხმას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ეს არის ის რაც გვაახლოებს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მისიას, მოვიშოროთ ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანი მეთოდებით და ამისკენ მოვუწოდებთ ყველას.“ – განაცხადა ბოკერიამ.