უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში, მის მეუღლესთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა.
ლიზა იასკოსთან ერთად რუსთავში უკრაინის საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც ლიზა იასკოს საზოგადოებრივი მისაღების წარმომადგენლებმა განუცხადეს, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ, შეძლებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას.
ფოტო: მთავარი არხი