ამერიკული სოციალური ქსელების გიგანტი Facebook-ი მის კუთვნილ პლატფორმებზე გლობალური შეფერხების შესახებ განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, მათი მომხმარებლების ნაწილს შეზღუდული აქვს სერვისებთან წვდომა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ მომხმარებელთა ნაწილს ჩვენს აპლიკაციებსა და პროდუქტებთან წვდომის პრობლემა აქვს. ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში. ბოდიშს ვიხდით დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიის "Twitter"-ის გვერდზე გავრცელდა.
შეგახსენებთ, Facebook-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა.