გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძე რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის იყო ბოდიში მოიხადა. იმ დროს დუმბაძე "ქართული ოცნების" წევრი იყო.
მან მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა, რომ 2004 წელს აჭარაში, "სეპარატისტული ხელისუფლება" დაამარცხა.
"დიდი ბოდიში 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის, გულწრფელად გეუბნები მიშა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ წარმოვიდგენდი, ვინმე ტარიელ ღარიბაშვილის შვილი თუ გახდებოდა საქართველოს პირველი პოლიტიკური პირი, ვერ წარმოვიდგენდი. ბოდიშს ვიხდი ამისათვის...შენი სათაყვანებელი ბათუმი, თვითმმართველობის ბრძოლაში არჩევნებს იგებს", - თქვა მურმან დუმბაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მადლობელია, რადგან ის არა ციხეში, არამედ ხალხთანაა.
"მადლობა იმისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტო, რომ შენ ციხეში კი არა, ჩვენთან ხარ. ბრძოლა ბოლომდე, საბოლოო გამარჯვებისთვის“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.