მომავალი კვირიდან სახელმწიფო უწყებები ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შეჯამებას დაიწყებენ.
შესაბამისი დავალება სამინისტროების ხელმძღვანელებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა მისცა.
მისი განმარტებით, საჭიროა მოსახლეობამ იცოდეს რა გააკეთა ამა თუ იმ უწყებამ მიმდინარე წელს და რა გეგმები აქვს მომავალი წლის განმავლობაში.
ამასთან პრემიერის განმარტებით, უწყებების მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შეჯამება არა მხოლოდ მთავრობის სხდომებზე, არამედ საჯაროდ ქუჩებშიც მოხდება, რისი პრაქტიკაც მთავრობას უკვე აქვს.