"კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.
მისი თქმით, ინიციატივა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ემიგრანტებს ეკუთვნით.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჩარკვიანმა მოსახლეობას სააკააშვილის მხარდამჭერ აქციაზე წასვლისკენ მოუწოდა, რომელიც დღეს 15:00 საათზე რუსთავის ციხესთან გაიმართება.
"არჩევნები მოგებულია იმ გაყალბების ფონზე. ეს არჩევნები საქართველომ მოიგო. სამ საათზე ჩვენ აქედან მსვლელობით წავალთ. სამზე უნდა ვიყოთ ციხესთან, სადაც დამწყვდეულია ის პრეზიდენტი, რომელმაც პრაქტიკულად, ააშენა სახელმწიფო, რომელიც ამათ დაანგრიეს", - ამბობს ჩარკვიანი.