"ქართული ოცნების" წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიის მიერ შექმნილ პარალელური დათვის ვებპორტალ - www.eleciotns2021.ge-ზე მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა.
პაპუაშვილი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაინტერესდეს ამ საკითხით.
"მიდის შეტევა ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ხდება პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება. პირდაპირ არის ჰაკერული შეტევა, რათა მოხდეს გარკვეულწილად გატეხვა ამ სერვერის. ნახევარ მილიონზე მეტი მოთხოვნაა გაგზავნილი სხვადასხვა ქვეყნებიდან – ბრაზილია, ტაივანი სხვადასხვა ქვეყნები. არ მგონია, მათ აინტერესებდეთ საქათველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ არის კოორდინირებული მოქმედება, როგორც უბნებზე და ოლქებში, ისე ვირტუალურ სივრცეში, რასაც სხვა დროსაც ვხედავდით. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ არ გამოუვათ მათ ჩაშლა ამ პროცესის", - განაცხადა პაპუაშვილმა.