ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", არ გააჭიანუროს [შედეგების გამოქვეყნების] პროცესი და შეეგუოს, რომ ის კარგავს ძალაუფლებას.
კორძაიას განცხადებით, ზუგდიდში საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრები არ აძლევენ საშუალებას ოქმებზე ბეჭედი დაარტყან და ხმების დათვის პროცედურა ოფიციალურად დაასრულონ.
"აჭიანურებს "ქართული ოცნება" ოქმების საბოლოოდ გაფორმებას იმიტომ, რომ ის აგებს ამ არჩევნებს როგორც მერების, ასევე პროპორციული სისტემით. მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", თავი დაანებოს ხელოვნურად პროცესის გაჭიანურებას და შეეგუოს იმას, რომ ის კარგავს ძალაუფლებას. მისცეს თავისუფალი არჩევანის გაფორმების შესაძლებლობა საარჩევნო კომისიებს და მისცეს ხვალინდელი დღე ამ ქვეყნის მოქალაქეებს," - აცხადებს თამარ კორძაია.