თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატის ნიკა მელიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები წააგო როგორც თბილისის, ისე პარტიულ ნაწილში.
მელიას განცხადებით, თბილისის მმართველობაში უმრავლესობით მოდის ოპოზიცია.
"დანამდვილებით შემიძლია უკვე გითხრათ, რომ თბილისი "ქართულმა ოცნებამ" წააგო. წააგო დიდი სხვაობით, აგებს ბატონი კალაძეც თბილისს. თბილისის მერობის ნაწილშიც და პარტიულ ნაწილშიც... ოპოზიცია პარტიულ ნაწილშიც მნიშვნელოვნად უგებს, საკრებულო თავიდან ბოლომდე აქვს წაგებული. უმრავლესობით მოდის თბილისში მმართველობაში ოპოზიცია და თბილისის მერობის ნაწილშიც ვიმარჯვებთ. მნიშვნელოვანია, ვინც კი არ მისულხართ არჩევნებზე, ან ვერ მოახერხეთ, ან ახლა აპირებთ, მივიდეთ. ყველა ჩვენს მეგობარს, ოჯახის წევრს, ახლობელს დავურეკოთ შევეხმიანოთ და საქმე მივიყვანოთ ბოლომდე", - ამბობს ნიკა მელია.