„რას ცვლის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ქართულ პოლიტიკაში, ამას არჩევნებზე ვნახავთ, დარჩა რამდენიმე საათი და შევხედავთ", აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
მისი განმარტებით, ნამდვილად არ უნდა გვიხაროდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა.
"გულწრფელად ვიტყვი, რომ სანამ პოლიტიკოსები ვართ, მანამდე ადამიანები ვართ და ნამდვილად არ უნდა გვიხაროდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მაგრამ მთავარი ახლა არის წავიდეთ თანხმობის გზით, შერიგების გზით, მოლაპარაკების გზით, განვითარების გზით და არა დაპირისპირების და თავპირის მტვრევის გზით. ჩვენ ჩვენს გუნდს გვაქვს მიზანი, რომ ვითამაშოთ მასტაბილურების, შემრიგებლის და განვითარებაზე ორიენტირებულის როლი. გზები ყოველთვის გამოინახება. მთავარია, ჩვენ გვინდოდეს, რომ საქმე ვაკეთოთ და შევთანხმდეთ, შევრიგდეთ და თანხმობა იყოს ამ ქვეყანაში, ეს როცა გვინდა, გზას ყოველთვის მოვძებნით“, – განაცხადა ვაშაძემ