უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ვალერი კონოვალიუკი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო "საქართველოსათვის იარაღის მიწოდების სკანდალის მიჩქმალვას ცდილობს". სწორედ ასეთი კომენტარი გააკეთა კონოვალიუკმა ვიქტორ იუშჩენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც მან დუბაიში ავიაშოუზე გააკეთა და რომელიც უკრაინის მიერ საქართველოსათვის იარაღის მიწოდების კანონიერებას ეხებოდა.
"სინამდვილეში საუბარი მიდის სააკაშვილისა და იუშჩენკოს ჩრდილოვან იარაღის ბიზნესზე, რომელმაც უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტს კოლოსალური ზარალი მოუტანა",_ აცხადებს კონოვალიუკი.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში უკრაინამ 2.5 მილიარდი აშშ დოლარის იარაღი გაყიდა, მაშინ როდესაც უკრაინის ბიუჯეტში 200 მილიონი შევიდა მხოლოდ. Aმას გარდა, კონოვალიუკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა მოახდინა რა საზღვარგარეთ იარაღის გაყიდვის სანქციონირება ქვეყნის თავდავისუნარიანობასა და საბრძოლო მზადყოფნას ზარალი მიაყენა.
მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინულ არმიას გადაიარაღება ესაჭიროება, თუმცა ქვეყნის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის 95 % ექსპორტზე გადის.
"იუშჩენკოსათვის სრულიად ნორმალურია, რომ იარაღი დაკლებულ ფასებში გაყიდოს. რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები საბრძოლო მორიგეობიდან მოხსნას და ის რომ უკრაინელი სპეციალისტები საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მხარეზე იბრძოდნენ", _ აცხადებს კონოვალიუკი და დასძენს, რომ უკვე ერთ წელიწადზე მეტია უკრაინის პრეზიდენტი ზეწოლას ახორციელებს პროკურატურაზე იმის გამო, რომ იქ არსებული ყველა მასალა ადასტურებს მის პირად დაინტერესებას საქართველოსათვის იარაღის მიწოდების საკითხში",_ აცხადებს კონოვალიუკი.