პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამბობს, რომ ნამდვილად არ ეგონა თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იყო. მისივე თქმით, როცა ადამიანი ასჯერ გასცემს პირობას და 101-ედაც ითხოვს, რომ დაიჯერო, რა თქმა უნდა, გიკვირს, რადგანაც ყველა ნაბიჯი არასერიოზულია.
"ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადება, სადაც იყო ნათქვამი, რომ ისინი აკონტროლებდნენ მთელ მარშრუტს უკრაინიდან და მოხდა მისი დაკავება ისე, რომ ერთი ადამიანი არათუ არ დაშავებულა, არ ესწრებოდა, იმდენად მაღალ დონეზე მოხდა დაკავება. ჩემი თანაგუნდელები არ ამბობდნენ ტყუილს, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ. მეც ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში, ვერც დავიჯერებდი.
ჩვენ გვაჩვენეს ვიდეო, მე გავეცი მარტივი პასუხი, რომ არ მჯერა, რომ სააკაშვილი იყო საქართველოში და სიმართლე გითხრათ, ის ვიდეო ნამდვილად მეგონა აწყობილი გრაფიკა“, - განაცხადა კუჭავამ.