2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საიას 350-მდე წარმომადგენელი აკვირდება. საიას მისია ჯამში უბნების მესამედს დაფარავს. ორგანიზაცია 8 რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში აკვირდება არჩევნებს.
Საიაში არჩევნების დღეს მუშაობს რუსთავის, თელავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ბათუმის რეგიონული და თბილისის ცენტრალური შტაბი, სადაც ყველა რეგიონის ინფორმაცია მოიყრის თავს.
საიაში იმუშავებს ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20
საიას ყავს როგორც მობილური ჯგუფები ისე უბნის და პერიმეტრის დამკვირვებლები. ორგანიზაციის დამკვირვებლები არიან საოლქო საარჩევნო კომისიებში და ცესკოში. ისინი საღამოს 8 საათიდან დაესწრებიან შემაჯამებელი ოქმებისა და დოკუმენტაციის მიღების პროცესს.
არჩევნების დღეს საია გამართავს სამ პრესკონფერენციას: 11:00, 16:00 და 21:00 საათზე. არჩევნების მიმდინარეობას ორგანიზაცია მედია ცენტრში 3 ოქტომბერს 12:00 საათზე შეაფასებს.