„ეს დესტრუქციული ძალები ემზადებოდნენ ქვეყნის ასარევად, მათ არ უწარმოებიათ წინასაარჩევნო კამპანია", აცხადებს ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. მისი თქმით, პროვიკაციის თავიდან არიდება ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით წარმოებული მნიშვნელოვანი ოპერაციის შედეგად მოხდა.
"ჩვენ მედიის საშუალებით ამას დღეში რამდენჯერმე ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ ეს ხალხი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის.
სწორედ ეს პროვოკაცია, ქვეყნის არევის მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ნაწარმოებმა მნიშვნელოვანმა ოპერაციამ სამართალდამცველებთან ერთად აგვარიდა თავიდან და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.