რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი ვერ ხედავს რისკებს საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით. "სადაც სააკაშვილია, იქ ცირკია", - თქვა მან.
"მნიშვნლოვანია, რომ ეს ცირკი არ წარმოადგენდეს საფრთხეს იმ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც ეს ბატონი იმყოფება", - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისივე თქით, რუსთი ჯერჯერობით ვერ ხედავს ვითარების დესტაბილიაციის ვერანაირ რისკებს.