მნიშვნელობა არ აქვს დაბრუნდა თუ არ დაბრუნდა. ორივე შემთხვევაში ზიანდება სახელმწიფო - ასე ეხმიანება პარლამენტარი და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხს.
მისი თქმით, ეს ყოველივე ცხადჰყოფს იმას, რომ აღარც ხელისუფლებას და აღარც ოპოზიციას ამ საწყალი ქვეყნის ბედი აღარ აინტერესებს.
"აბსოლუტურად პატიოსნად გეუბნებით, მნიშვნელობა არ აქვს დაბრუნდა თუ არ დაბრუნდა. ეს არის ძალიან ნაღვლიანი დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის. იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში, ზიანდება ჩვენი სახელმწიფო და კიდევ ერთი მტკიცებულება არის იმის, რომ აღარც ხელისუფლებას და აღარც ოპოზიციას ამ საწყალი ქვეყნის ბედი აღარ აინტერესებს. კოლონები დაიძვრება თუ არ დაიძვრება, იმ კოლონებში მე ნამდვილად არ ვიქნები, ეს შემიძლია გითხრათ და რევოლუციური სცენარი საქართველოსთვის დღეს იქნება დამანგრეველი,“ - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.