"ქართველი ხალხი მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას" იმიტომ, რომ საქმეს ხედავენ, ხედავენ შეცდომებსაც, ხარვეზებსაც, ხედავენ ძალიან ბევრ გაკეთებულ საქმეს და რაც მთავარია, ხედავენ ამ ქვეყნის სიყვარულს ჩვენგან, აცხადებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.
მისი თქმით, საზოგადოება ხედავს იმას, რომ ყველა საკითხში მართლები და გულწრფელები ვართ.
"შეუძლებელია, ამ ქვეყანაში ან სადმე ტყუილმა სიმართლეზე გაიმარჯვოს. ბოროტებაზე ყოველთვის სიმართლე იმარჯვებს და ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. 3 წელი გვექნება იმისთვის, რომ ამ მანიპულაციების, სიგიჟეების გარეშე, რასაც ისინი დგამენ ხოლმე სპექტაკლების სახით, ქვეყნის განვითარებაზე ვიფიქროთ", - განაცხადა მდინარაძემ.