"ძალიან დიდ ეჭვს იწვევს მისი აქ ყოფნის ნამდვილობა, რადგან თუ ის მართლაც საქართველოშია, მან უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, რაც ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია და მის დანაშაულებებს კიდევ ემატება. რაც შეეხება მისი აქ ყოფნის ფაქტს, არ მგონია, რომ ეს სიმართლე იყოს", ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრი ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვებს, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის უკვე საქართველოშია.
"ბათუმის ქუჩებში თუ დადის, მას ალბათ სხვა ადამიანებიც ნახულობენ. ასევე პოლიციაც არის ამ ქვეყანაში, უსაფრთხოებაც და ბათუმის ქუჩებში თუ დადის, ნახავდნენ. თანამედროვე ტექნოლოგიებით ნებისმიერი ვიდეოს გაკეთება შეიძლება. არ მგონია, რომ ის, საქართველოშია.
ადამიანს, რომელსაც უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველოშია, ასეთ ბნელ კადრებს არ გაავრცელებდა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.