"ახალი მემარჯვენეები კახეთის ხელისუფლებისგან ანგარიშს ითხოვენ, თუ რა დახმარება გაეწია რეგიონში სტიქიური უბედურებისგან დაზარალებულ მოსახლეობას.
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა კახეთში უკიდურესად მძიმე პირობებშია. მოსახლეობა სურსათის გარეშეა დარჩენილი, მოშლილია ინფრასტრუქტურაც, მცირე წყალდიდობის შემთხვევაში ათასობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ცოტა ხნის წინ სტიქიამ თელავის რაიონში სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა," - განაცხადა დავით გამყრელიძემ.