გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი EUobserver-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყალბს უწოდებს. ამის შესახებ შტაინმაიერმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დღეს, როდესაც აქ [კიშინეუში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია", - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.
აღნიშნული განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოქვეყნებული ინფორმაციის საპასუხოდ,პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.