კახა კალაძე - 57.9%, ნიკა მელია - 27.8%, გიორგი გახარია - 5.3% - ასეთია "ქართული ოცნების" პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგების მიხედვით თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილი რეიტინგები.
კვლევის შედეგები კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა წარადგინა.
მისი განცხადებით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-27 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 4505 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი გახლავთ 2%.
კითხვაზე, "ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას", პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
კახა კალაძე (ქართული ოცნება) - 56,9%
ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა) - 27,9%
გიორგი გახარია (საქართველოსთვის) - 6,6%
ანა ბიბილაშვილი (ლელო) - 2,8%
გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) - 1,9%
ანა დოლიძე (ხალხისთვის) - 1,6%
მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) - 0,7%
თამარ კეკენაძე (მესამე ძალა) - 0,5%
სხვა კანდიდატები - 1,1%
"როგორც ვპროგნოზირებდით აქტიური საარჩევნო კამპანიის შედეგად კახა კალაძის რეიტინგი გაიზარდა და მას აქვს ყველა წინაპირობა, რომ არჩევნების პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს", - განაცხადა ამილახვარმა.