ავღანეთი ქვეყნის უკანასკნელი მეფის ზაჰირ შაჰის დროინდელ კონსტიტუციას გამოიყენებს, იმ დებულებების გარდა, რომლებიც შარიათის კანონებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჰაკიმ შარიამ განაცხადა.
ავღანეთის კულტურისა და ინფორმაციის მინისტრის მოადგილის ზაბიულა მუჯაჰიდის თქმით, "თალიბანი" ახალი კონსტიტუციის ფორმირებისთვის კომისიას მომავალ წელს შექმნის.
ზაჰირ შაჰი ავღანეთში 1933-1973 წლებში მეფობდა. მისი მმართველობის პერიოდში, 1964 წელს მიიღეს კონსტიტუცია, სადაც მითითებული იყო, რომ ავღანეთში მმართველობის ფორმა კონსიტუციური მონარქიაა.