ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.
მისი თქმით, ახლა საქართველოს ბედი, საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება.
"ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე. ჩვენ ყველამ უნდა მივცეთ ხმა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველანი უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება. ამიტომ მე ვერ ვიქნები ამ პროცესის გვერდი, საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, მე ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვი, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.