ტელეკომპანია ფორმულამ Edison Research-ის კვლევის მიხედვით პოლიტიკოსების პოზიტიური და ნეგატიური რეიტინგი გამოაქვეყნა.
გამოკითხულთა შორის ყველაზე ნაკლები მოწონებით "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია სარგებლობს. ბოკერიას მოსახლეობის 76% "ნეგატიურად", 24% კი "პოზიტიურად" აფასებს.
გიგა ბოკერიას მოსდევს პარტია "ლელოს" წარმომადგენელი საბა ბუაძე, რომელსაც გამოკითხულთა 75% აფასებს "ნეგატიურად", 51% - "პოზიტიურად".
შემდეგ მოდის პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მას მოსახლეობის 74% ნეგატიურად აფასებს, მხოლოდ 26 კი "პოზიტიურად".
გამოკითხულთა 73% "ნეგატიურად" აფასებს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის საქმიანობას. ის მხოლოდ 27%-ს მოსწონს. ირმა ინაშვილს მოსდევენ "ლელოს" ლიდერები, რომლებიც მოსახელეობის 71-71%-იანი ნეგატიური განწყობით სარგებლობენ.
კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის.
პოლიტიკოსების რეიტინგები სრულად იხილეთ ბმულზე.