ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას, ალოკაციით, მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ქართული ოცნება - 36%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27%;
გიორგი გახარია - საქართველოსთვის - 11%;
ლეიბორისტული პარტია - 4%;
ლელო - 4%;
ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი მეტი თავისუფლება - 4%;
ევროპული საქართველო - 2%;
გირჩი - 2%;
მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 2%;
პატრიოტთა ალიანსი - 2%
ელენე ხოშტარია - დროა - 1%;
ანა დოლიძე - ხალხისთვის - 1%;
მოქალაქეები - 1%;
სხვა - 3%.
კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.