"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემაში „ნოესთან" ისაუბრა.
მისი თქმით, ეს ახალგაზრდა, გაუცნობიერებელი ემოცია იყო.
"იმ დროს სტუდენტი ვიყავი პარიზში. წავედი ჩვენს საელჩოში საფრანგეთში და ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს. სხვათა შორის მერე მოძღვარმა მითხრა: „გირჩევ აღსარებაში თქვა, რომ დიდი შეცდომა დაუშვი, იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებ რამხელა საფრთხის მოტანა შეუძლია ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის“. ყველას გვჯეროდა. პირდაპირ ვთქვათ, რომ ყველას გვინდოდა ცვლილება, უკეთესი მომავალი“, - იხსენებს ღარიბაშვილი.