საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა ასევე, ღირსი მამა ილია (ელი) მელია და დიპლომატი, მთარგმნელი და თეოლოგი კონსტანტინე ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი).
ელი მელია საზღვარგარეთ ქართული ემიგრაციის სულიერი მხარდაჭერისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის დაჯილდოვდა, ხოლო კონსტანტინე ანდრონიკოვის (ანდრონიკაშვილი) საზღვარგარეთ საქართველოსათვის სახელის განთქმისათვის, გამორჩეული დიპლომატიური, მთარგმნელობითი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.
პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები ემიგრანტების შთამომავლებს პარიზში, ინვალიდების სასახლეშ გამართულ ღონისძიებაზე გადასცა, რომელიც საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წელს მიეძღვნა.