ზაგრების გრან პრის ფინალში ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) ბრაზილიელი გილერმე შმიდტი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალის საგზურის მოსაპოვებლად გრიგალაშვილმა მერვედფინალში რუმინელი ნიკონ ზაბოროსკიუჩი დაამარცხა, შემდეგ მან ფრანგ ბაპტისტ პიერის სძლია, ნახევარფინალში კი ნიდერლანდელ ჯიმ ჰეიმანს მოუგო.
საქართველოს ნაკრები ზაგრების გრან პრიზე 4 ძიუდოისტით გაემგზავრა. ჯუმბერ მელაძე (-73) და ზაურ დვალაშვილი (-81) შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთისნენ, ლუკა მაისურაძე (-90 კგ) კი 26 სექტემბერს ახალ წონაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.