კვირის დასაწყისში შევიტყვეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მოწოდების შესახებ - გლობალური თანამშრომლობა გაიზარდოს ყველაზე მსხვილი გამოწვევების დასაძლევად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში არა მხოლოდ ვიზიარებთ ამ პოზიციას, არამედ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მზად სხვისთვის დახმარების აღმოსაჩენად.
„შეიძლება პატარა ქვეყანა ვიყოთ, მაგრამ ყოველთვის გაცილებით დიდი წვლილი შეგვქონდა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, თან ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვიბრძოდით მსოფლიოში ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.
ასე მოხდა ავღანეთში, სადაც 32 მამაცი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ბევრი სხვა დაიჭრა და დაშავდა თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.