ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კანარის კუნძულებს, სადაც უკვე მეექვსე დღეა ვულკანის ამოფრქვევა გრძელდება, უბედურების ზონად გამოაცხადებს.
"მომდევნო სამშაბათს მინისტრთა საბჭო ლა პალმას კუნძულს უბედურების ზონად გამოაცხადებს", - თქვა პრემიერმა, რომელიც ამ დროისათვის კუნძულზე იმყოფება.
სანჩესის თქმით, შეიქმნება შერეული კომისია, რომელშიც შევა ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლებისა და კანარის კუნძულების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. აღდგენის გეგმა მოიცავს ორ პაკეტს. პირველი ითვალისწინებს მოსახლეობისთვის ყოველდღიურად მიყენებული ზიანის შემსუბუქებას.
გრძელვადიან ღინისძიებათა შორის პრემიერმა დაასახელა შენობების, გზების აღდგენა და კუნძულზე გადაადგილების უზურუნველყოფა. ასევე სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთების მორწყვა და ტურიზის განვითრების გეგმას.
კუნძულ ლა პალმაზე, რომელიც კანარის არქიპელაგს ეკუთვნის, უკვე მეექვსე დღეა ვულკანი იფრქვევა. სპეციალისტების შეფასებით, ოთხი დღის განმავლობაში ლავამ 160 ჰექტარზე მეტი ფართობი დაფარა, გაანადგურა 300-ზე მეტი შენობა. მათი უმეტესობა საცხოვრებელი სახლია. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 5 ათასზე მეტი ადამიანი. კანარის კუნძულების ვულკანოლოგიის ინსტიტუტის პროგნოზით, ამოფრქვევა, შესაძლოა, 24-დან 84 დღემდე გაგრძელდეს.