"არამარტო მელიასთვის, ზოგადად, დიპლომატიური კორპუსი თუ უფრო მეტად ჩართული იქნება და გააკეთებენ განცხადებებს იმ ძალადობაზე და დესტრუქციაზე, რაც სამწუხაროდ, ხდება, ეს მხოლოდ მისასალმებელია", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მ
ისი განმარტებით, ძალადობას არ აქვს გამართლება.
"რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით ჩართულები ამაში, დიპლომატიური კორპუსი თავისი მოწოდებებით, ჩვენ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომ ძალადობა მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, ეს ყველაფერი ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ.
სამწუხაროა, ის რასაც ვხედავთ. ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ და ერთადერთი კანდიდატი ვარ, ვინც რეალურად საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ესაუბრება თბილისელებს იმაზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებ 4 წლის განმავლობაში. ოპონენტები რით არიან დაკავებულები?! სიძულვილი, ბოროტება, აგრესია“, - აღნიშნავს კალაძე.