"სიძულვილს აღვივებს ის, რომ ყველა პოლიტიკოსის სახლში არის შევარდნა ან შევარდნის მცდელობები ოპონენტების მხრიდან, - თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, "ღამის კურიერის" ეთერში" შეკითხვაზე აღვივებს, თუ არა სიძულვილს საზოგადოებაში ე.წ. "სისხლიანი ბანერების" განთავსება.
"სიძულვილს აღვივებს ის, რომ ყველა პოლიტიკოსის სახლში არის შევარდნა ან შევარდნის მცდელობები ოპონენტების მხრიდან, მათ მიერ დაქირავებული მედიის წარმომადგენლების მხრიდან, როდესაც მათ შორის ჩვენი შვილები სახლიდან ვერ გამოდიან. ეს ჩემი და სხვების რეალობაა ყოველდღიური.
როდესაც ჩვენი ყოველდღიურობა არის სიძულვილის კასკადები, არც ჩემს მეუღლეს და არც ჩემს შვილს, არავითარი სურვილი არ აქვთ იყვნენ პოლიტიკაში. როდესაც მოხუცი მშობლების ბინაში იჭრები მოტყუებით, ეს არავის არ გაინტერესებთ და მხოლოდ ბანერი გაინტერესებთ. ამ ბანერში მე საძრახისს ვერაფერს ვხედავ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.