აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობამ 675 885-ს მიაღწია, რაც 1918-19 წლებში ე.წ. ესპანური გრიპის შედეგად დაღუპულთა რიცხვს მნიშვნელოვნად აჭარბებს. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ავრცელებს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალური ცენტრების ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრიპის მსხვერპლთა რაოდენობამ 677 ათასი შეადგინა. ეს რიცხვი მიახლოებითია, თუმა ასახავს ტრაგედიის მასშტაბებს. სწორედ ესპანური გრიპი იყო აქამდე აშშ-ს ისტორიაში ყველაზე სასიკვდილო პანდემია.
შეერთებულ შტატებში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა დელტა შტამის ფონზე იზრდება. განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში, სადაც ყველაზე ცოტა ვაქცინირებულია. ქვეყანაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ 2 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება.