ოპოზიცია უკვე დამხობილია და არანაირი კადრები მას დამატებით დამხობისთვის არ სჭირდება, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმადაც, "წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდი გეგმავს ისეთი კადრების გავრცელებას, რომელიც ოპოზიციას დაამხობს და რა სახის კადრებზეა საუბარი".
"ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოგვიდგენია შემდეგი დღეები ამ წინასაარჩევნოდ. არავითარ კადრებზე არ არის საუბარი. ოპოზიცია უკვე დამხობილია და არანაირი კადრები მას დამატებით დამხობისთვის არ სჭირდება. ესენი საკუთარ თავს თვითონვე იმხობენ, გამომდინარე იქიდან, რომ არ ესაუბრებიან ხალხს, არ ესაუბრებიან საზოგადოებას, იმ დროს, როდესაც ჩვენ მთლიანად ამით ვართ დაკავებული. ჩვენი პროგრამები არის თითოეული მუნიციპალიტეტისთვის და ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას, განსხვავებით ოპოზიციისგან. ბევრი სხვა ფაქტორიც არის, რის გამოც რადიკალური ოპოზიცია 2 ოქტომბერს მიიღებს ძალიან მძიმე შედეგს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.