პორტუგალიის მოსახლეობის 80% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილია.
ამ მონაცემების თანახმად, პორტუგალია მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ქვეყანათა შორისაა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სრულად ვაქცინირებულია.
პორტუგალიასთან ერთად მოსახლეობის იმუნიზაციის მაჩვენებლის თვალსაზრისით ლიდერობს არაბთა გაერთიანებული საამიროები, სადაც ასევე სრულად აცრილია 80%.
პორტუგალიის, ევროპის კონტინენტის უკიდურეს ნაწილში მდებარე ამ ქვეყნის 10-მილიონიანი მოსახლეობიდან, 8.2 მილიონი მოქალაქე სრულად აიცრა.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პორტუგალიის მოსახლეობის 65 წელს ზემოთ ასაკის თითქმის ყველა ზრდასრული და 12-17 წლის ახალგაზრდების ნახევარი სრულად ვაქცინირებულია.
პორტუგალიის ვაქცინაციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-ადმირალმა ჰენრიკე დე გუვეია ე მელოს განცხადებით, ქვეყანაში უკვე დაიწყება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება.