გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მთავრობის კაბინეტში ძირეული ცვლილებები განახორციელა. იუწყება BBC.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ვაჭრობის მინისტრმა ლიზ ტრასმა ჩაიბარა. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი კი იუსტიციის სამინისტროს ჩაუდგა სათავეში.
დომინიკ რააბმა რობერტ ბაკლენდი შეცვალა. ამასთან, რააბი ვიცე-პრემიერის თანამდებობას შეითავსებს.
აღსანიშნავია, რომ ლიზ ტრაკი ბრიტანეთის ისტორიაში მეორე ქალია მარგარეტ ბეკეტის შემდეგ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს.
პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, თამანდებობა დატოვა განათლების მდივანმა გევინ უილიამსონმა, რომელსაც ნადიმ ზაჰავი ჩაანაცვლებს. მანამდე ზაჰავი ვაქცინების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ჯანმრთელობის საკითხთა მინისტრი დაინიშნა კულტურის მდივნად, რომელმაც ამ თანამდებობაზე ოლივერ დაუდენი შეცვალა. თავად დაუდენი კონსერვატიული პარტიის თანათავმჯდომარედ დაინიშნა.