მე ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, არ გამოვა ბატონო გიორგი თქვეგან პოლიტიკოსი და ნუ გამოხვალ სცენაზე. ადამიანი არის ავანტიურით დაკავებული, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "არჩევნები 2021" განაცხადა.
მისი თქმით, როცა ეს ხალხი იყო იქ, სადაც იყო და ყველაფერს მართავდა და თებერვალში, ახლა რომ დაიწყეს გადაკეთება ლეგენდის რატომ გადადგნენ, გადადგნენ სწორედ იმიტომ რომ მელია არ დაეჭირათ.
„მე ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, არ გამოვა ბატონო გიორგი თქვეგან პოლიტიკოსი და ნუ გამოხვალ სცენაზე. ადამიანი არის ავანტიურით დაკავებული. მე დავინახე ბოლოს საშინლად განაწყენებული ადამიანი, რომელიც ჩაერთო პოლიტიკურ ავანტიურაში.
მე არ ვარ კანდიდატი დღეს, ამიტომ არ მეკუთვნის და არც მაქვს უფლება მასთან დებატის, მოვა მაგის დროს, თუ გადარჩა მისგან რამე არჩევნების მერე. ეს არის პოლიტიკური ავანტიურა“, - თქვა წულუკიანმა.