მე გახარიას, როგორც მისი ქვეშევრდომი, დავუბარებივარ თავის კაბინეტში, მინიმუმ ერთხელ, თუ არა ორჯერ, გაუგონარი, გაუგონარი შესასრულებლად დავალება მოუცია, მე მითქვამს, რომ ეს დავალება ვერ შესრულდება, ბატონო ჩემო, დიდი მოწიწებით, დაღვრემილად დავშორებივართ ერთმანეთს და მერე მას გაუზიარებია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "არჩევნები 2021" განაცხადა.
მისი თქმით, როცა ეს ხალხი იყო იქ, სადაც იყო და ყველაფერს მართავდა და თებერვალში, ახლა რომ დაიწყეს გადაკეთება ლეგენდის რატომ გადადგნენ, გადადგნენ სწორედ იმიტომ რომ მელია არ დაეჭირათ.
„მე ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, არ გამოვა ბატონო გიორგი თქვეგან პოლიტიკოსი და ნუ გამოხვალ სცენაზე. ადამიანი არის ავანტიურით დაკავებული. მე დავინახე ბოლოს საშინლად განაწყენებული ადამიანი, რომელიც ჩაერთო პოლიტიკურ ავანტიურაში.
მე არ ვარ კანდიდატი დღეს, ამიტომ არ მეკუთვნის და არც მაქვს უფლება მასთან დებატის, მოვა მაგის დროს, თუ გადარჩა მისგან რამე არჩევნების მერე. ეს არის პოლიტიკური ავანტიურა.
ამ ეთერით ასევე მინდა ვისარგებლო და მოვუწოდო ჩემთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანებს, იყავით ფრთხილად, როცა ამ პარტიის გვერდით დგებით. ეს არ არის „ქართული ოცნების“ პროექტი. ნუ დაუჯერებთ, მერე მოვლენ და იტყვიან: „წულუკიანმა არ იცის, თორემ ბიძინასთან დალაგებულები ვართ“. აი, ამ დონის ავანტიურით არიან დაკავებულები. ეს არის ავანტიურა, ხალხნო! არსად არ მიდის ეს გზა“, - განაცხადა წულუკიანმა.