ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ წარმატებით გამოსცადა შორი მოქმედების ახალი რაკეტა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ახალ საკრუიზო რაკეტას ბირთვული ქობინით აღჭურვის შესაძლებლობა გააჩნია.
ახალმა რაკეტამ წარმატებით მიაღწია 1500 კილომეტრით დაშორებულ სამიზნემდე და ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში ჩავარდა.
ფხენიანი ირწმუნება, რომ ახალი საკრუიზო რაკეტა უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე იარაღია.
სამხრეთ კორეა გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ ინფორმაციის სინამდვილის გადამოწმებას შეერთებულ შტატებთან ერთად ცდილობს.