"გაზპრომი"-ის წარმომადგენლების აცხადებენ, რომ გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობა მთლიანად დასრულებულია.
კრემლის მიერ კონტროლირებული ენერგოკომპანიის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ მშენებლობა დღეს, 10 სექტემბერს დასრულდა.
55 მლრდ მ³ გაზის სიმძლავრის გაზსადენი - "ჩრდილოეთ ნაკადი 2" გადის ლენინგრადის ოლქის, კინგისეპსკის რაიონიდან გერმანიის ბალტიის სანაპირომდე. მაგისტრალის ორივე განშტოების საერთო სიგრძე 2 460 კმ-ია.
მილსადენი, უკრაინის გვერდის ავლით, ევროპას ყოველწლიურად 55 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის ალტერნატიული გაზსადენის გამო უკრაინა ყოველწლიურად დიდძალ თანხას დაკარგავს.
"ჩრდილოეთის ნაკადი 2" უზრუნველყოფს რუსეთიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდებას ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რითაც რუსეთი გეგმავს, თავისი მრავალწლიანი ზრახვა, შეამციროს ენერგომატარებლების ექსპორტის დამოკიდებულება უკრაინის გზით ტრანზიტზე, მოიყვანოს სისრულეში.