ევროკავშირმა კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან 6 ქვეყანა ამოიღეს
ეს ქვეყნებია:
ალბანეთი
აზერბაიჯანი
ბრუნეი
იაპონია
სერბეთი
სომხეთი
ევროკავშირის კრიტერიუმის თანახმად, კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში მოსახვედრად, ამა თუ იმ ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 100 ათას მოსახლეზე 75 შემთხვევას არ უნდა აღემატებოდეს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს ერთიანი დირექტივა არ აქვს Covid-19-ის ტურიზმის პოლიტიკის შესახებ, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისა იქნება. შეზღუდვების დაწესება-არდაწესების საკითხი კვლავ ეროვნული მთავრობების გადასაწყვეტი იქნება.
ზოგიერთი ქვეყანა მისდევს ევროკავშირის რეკომენდაციას, ზოგიერთი კი მკვეთრად განსხვავებულ საკუთარ პოლიტიკას ატარებს.
9 სექტემბრის მდგომარეობით, ევროკავშირის კოვიდუსაფრთხო უსაფრთხო ქვეყნების სია ასე გამოიყურება:
ავსტრალია
ბოსნია და ჰერცეგოვინა
კანადა
იორდანია
ახალი ზელანდია
ყატარი
მოლდოვა
საუდის არაბეთი
სინგაპური
სამხრეთ კორეა
უკრაინა
ურუგვაი (ახალი დამატებული)
ჩინეთი (ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე)
ე.წ. უსაფრთო ქვეყნებიის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ, როგორიცაა კარანტინის გავლა ან ტესტირება.