რუსეთი ყურადღებით აკვირდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმი ზელენსკის ვიზიტს აშშ-ში, ვინაიდან კიევისა და ვაშინგტონის ურთიერთობა დიდწილად შეიცავს რუსოფობიასა და სიძულვილს რუსეთის მიმართ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
"უპირველესად, უკრაინა-ამერიკის უთიერთობები უნდა იყოს სუვერენული და ეს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საქმეა. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ურთიერთობები დიდწილად ასხივებს რუსოფობიას, ასხივებს სიძულვილს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, გვაიძულებს ყურადღებით დავაკვირდეთ შეხვედრების შედეგებს, რომლებიც გაიმართა ვაშინგტონსა და ამერიკის სხვა ქალაქებში", - განაცხადა პესკოვმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს თეთრ სახლში 1 სექტემბერს შეხვდა.