შეერთებული შტატები მზად არის წინ აღუდგეს ტერორისტული დაგფუფება "ალ ყაიდას" დაბრუნებას ავღანეთში. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვუს მდივანმა ლოიდ ოსტინმა ქუვეითში, განაცხადა.
მისი თქმით, "ალ ყაიდა", რომელიც ავღანეთს 20 წლის წინ აშშ-ზე თავდასხმების მოსამზადებელ ბაზად აიყენებდა, შესაძლოა იქ ისევ დაბრუნდეს, ამერიკელების წასვლის შემდეგ. "ეს არის ამ დაჯგუფების ბუნება", - დასძინა მან.
გასულ კვირას ოსტინი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა რეგიონის პარტნიორებთან ავღანეთში არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ. ის ეწვია ყატარს, ბაჰრეინსა და ქუვეითს.