რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილისა და ბელორუსის ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა და დსთ-ს საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს სერგეი მასკევიჩის შეხვედრა არ შედგება. აღნიშნული შეხვედრა დღეს უნდა გამართულიყო.
"დღეს 18 ნოემბერს, 17:00 საათზე ვიცე-პრემიერ მინისტრის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემური იაკობაშვილის დაგეგმილი შეხვედრა ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა და დსთ-ს საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე სერგეი მასკევიჩთან გაუქმდა", _ იუწყება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახური.