ყოველწლიურმა ფოტოგრაფიულმა კონკურსმა, დრონით გადაღებული წლის საუკეთესო ფოტოები, გამარჯვებულები გამოავლინა.
გამარჯვებულები რამდენიმე კატეგორიაში გამოვლინდნენ, მათ შორის, ბუნების, ველური ბუნების, სპორტის და სხვა.
აბსტრაქციის კატეგორიაში გამარჯვებული ფოტო - გამოსახულია ტრანსილვანიის წყალსადენები, რომელიც დაბინძურებულია სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი სამუშაობის შედეგად. ფოტოგრაფი: Gheorghe Popa

ურბანულ კატეგორიაში გამარჯვებული ფოტო - გამოსახულია მოსკოვის მახლობლად მდებარე უძველესი მონასტერი ქარხნის ფონზე. ფოტოგრაფი: Sergei Poletaev

წლის ფოტო - ბატები ლევანგერში, ნორვეგია. ფოტოგრაფი: Terje Kolaas

სპორტის კატეგორიაში გამარჯვებული ფოტო - სერფინგი დასავლეთ ავსტრალიაში. ფოტოგრაფი: Phil De Glanville

კატეგორიაში - "ადამიანები" გამარჯვებული ფოტო - მეთევზე მანგროვის ტყეში. ფოტოგრაფი: Trung Pham Huy

კატეგორიაში - "ქორწილი" გამარჯვებული ფოტო - დაისი მარინა დი პიზაში, იტალია. ფოტოგრაფი: Matteo Originale

ბუნების კატეგორიაში გამარჯვებული ფოტო - ვულკანის ამოფრქვევა ისლანდიაში. ფოტოგრაფი: Martin Sanchez

ველური ბუნების კატეგორიაში გამარჯვებული ფოტო - კვერცხების დადების შემდეგ კუ ზღვისკენ მიეშურება. ფოტოგრაფი: Oman's Qasim Al Farsi
