"თალიბანის" მთავრობის აღიარებაზე საუბარი ნაადრევია, მანამდე ჯერ კიდევ შორია, - განუცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს.
"თალიბანმა" ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ინკუზლიური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მუშაობს.
Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მთავრობას სათავეში ჩაუდგება "თალიბანის" ერთ-ერთო დამაარსებელი და პოლიტიკური ხელმძღვანელი, მოლა ღანი ბარადარი, რომელიც დაჯგუფებაში ზომიერი პოზიციის მქონედ მიიჩნევა. მთავრობაში მაღალ პოსტებს დაიკავებენ მოლა მოჰამად იაყუბი, თალიბანის დამაარსებლის და სულიერი ლიდერის, მოჰამად ომარის ვაჟი და შერ მოჰამად აბას სთაქენზაი, დოჰაში თალიბანის პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელი.