88 წლის ასაკში ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელომონდო გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს.
მსახიობი 80-ზე მეტ ფილმში მონაწილეობდა. ბელმონდომ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“.
2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.